
Ipn.ge-ს, ambebi.ge-ს, kvirispalitra.ge-სა და bpn.ge-ს ვებ-გვერდებზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, გამოკითხვაში მონაწილეთა 49 % მიიჩნევს, რომ ვარაზისხევში ქვაფენილი უნდა დარჩეს.
უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: როგორ აფასებთ მერიის ინიციატივას, რომ ვარაზისხევში ქვაფენილი შეიცვალოს ასფალტით? შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა - "მხარს ვუჭერ, უნდა შეიცვალოს ასფალტით" - 43 %, "მხარს არ ვუჭერ, უნდა დარჩეს ქვაფენილი" - 49 %, "არ ვიცი" - 8 %.
გამოკითხვაში მონაწილეობა 35 542-მა მოქალაქემ მიიღო.