საზოგადოება
05.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

შსს-მ ერთ კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირი დააკავა

შსს-მ ერთ კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ინტენსიური მუშაობის შედეგად, მათმა თანამშრომლებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. მათივე ინფორმაციით, პოლიციელთა აქტიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, აღკვეთილია ქურდობის ორი ფაქტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული გ.კ., ქურდობის ბრალდებით ახალციხეში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისში მდებარე სასაფლაოდან 7 საფლავის კარი და ღობის ალუმინის დეტალები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის გაქურდვის ფაქტი აღკვეთეს. ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.

მხილებულები არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.ქ., 1997 წელს დაბადებული გ.გ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულმა პირებმა ლანჩხუთში, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან 220 ლარი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. იმავე ღამით, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში, აღნიშნული პირები სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას შეეცადნენ, მაგრამ ვერ შეძლეს. მათ შემთხვევის ადგილზე დარჩათ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი, რომელიც პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე დღეს კი ბათუმში ანალოგიური დანაშაულის ჩადენა სცადეს, რა დროსაც ისინი პოლიციამ ამხილა.

ოთხივე მხილებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

წლის ბოლომდე თბილისის მერია 32 ავარიული კორპუსის გამაგრებას გეგმავს | Allnews.Ge

წლის ბოლომდე თბილისის მერია 32 ავარიული კორპუსის გამაგრებას გეგმავს

2018 წლის ბოლომდე თბილისის მერია 32 ავარიული კორპუსის გამაგრებას გეგმავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს. უწყების ინფორმაციით, სულ ავარიული კორპუსების გასამაგრებლად 15 985 114 ლარია გამოყოფილი.

უწყების ცნობით, თბილისის მასშტაბით ასევე ხორციელდება დაზიანებული ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა, კლდეებიდან ავარიული კლდოვანი ფენის მოხსნის და ჩამოშლილი კლდოვანი გრუნტის მასის გასუფთავება, თბილისის მასშტაბით საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები და სხვა წვრილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისის მერიის ცნობით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2018 წელს სულ 130 მილიონის დახარჯვაა განსაზღვრული.