
ახმეტელის მეტროსთან ასფალტის საფარი ჩაინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა განუცხადა, შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ მოხდა. ასფალტის ჩანგრევის შედეგად, თემქიდან და მუხიანიდან მიმავალი გზა დროებით ჩაკეტილი იყო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის ჩანგრევა სანიაღვრე კოლექტორის ამორტიზებამ გამოწვია. "ადგილზე მობილიზებულია კონტრაქტორი კომპანია და სამუშაოები ხვალიდან დაიწყება",- აღნიშნეს მერიაში.