17 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მედიკამენტების შეძენისას ფასდაკლება საზოგადოების კიდევ უფრო ფართო სპექტრს შეეხება | Allnews.Ge

მედიკამენტების შეძენისას ფასდაკლება საზოგადოების კიდევ უფრო ფართო სპექტრს შეეხება

ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტის შეძენაზე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის და როგორც მე შევპირდი მოსახლეობას, კიდევ უფრო მეტ აქტიურ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ხარჯი გახდეს მინიმალური ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის პროგრამა შეაფასა და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება, სამკურნალო მედიკამენტების შეძენისას ფასდაკლება საზოგადოების კიდევ უფრო ფართო სპექტრს შეეხოს.

"2013 წელს საქართველოს მთავრობამ წამოიწყო ჯანდაცვის სისტემის უპრეცედენტო რეფორმა და აამოქმედა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც თითოეულ მოქალაქეს მისცა შესაძლებლობა, მიეღო ჯანდაცვის სისტემის ის სერვისები, რომელიც მანამდე არ იყო ხელმისაწვდომი ფინანსური ბარიერების გამო.

2017 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მეორე ფაზა. შეიქმნა ახალი პროგრამა, რომელიც გულისხმობს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 23 დასახელების მედიკამენტზე 50 პროცენტიან ფასდაკლებას. ხშირ შემთხვევაში ეს ფასდაკლება 80 პროცენტამდეც კი გაიზარდა. ხოლო 3 სექტემბრიდან ფასდაკლებით ისარგებლებენ ასაკით პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კი აღნიშნული მედიკამენტების შეძენა უკვე ერთ წელიწადზე მეტია შესაძლებელია, ხშირ შემთხვევაში სიმბოლურ ფასად.

გარდა ამ ჯგუფებისა, მთავრობამ მთელი მოსახლეობისთვის მიიღო გადაწყვეტილება, განურჩევლად მათი ასაკისა თუ სოციალური სტატუსისა, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტებზე 50 პროცენტამდე ფასდაკლების შესაძლებლობის შექმნის შესახებ.

უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამით გათვალისწინებული ყველა მედიკამენტის მაღალ ხარისხს ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. პროგრამა აუცილებლად განაგძრობს გაფართოებას და კიდევ უფრო მეტი მედიკამენტით და მოსარგებლით იქნება წარმოდგენილი.

ჩვენ ვიცით, რომ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი ხარჯები მედიკამენტის შეძენაზე გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მტკივნეული ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის და როგორც მე შევპირდი მოსახლეობას, კიდევ უფრო მეტ აქტიურ ნაბიჯს გადავდგამთ იმისთვის, რომ ეს ხარჯი გახდეს მინიმალური ჩვენი საზოგადოებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.