
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, "ქართული მარშის" წევრები საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ. მიზეზი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერაა.
როგორც "ქართული მარშის" წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის, დღეს ლატვიის საფეხბურთო გუნდთან თამაშის დროს დაგეგმილი პერფორმანსები გაუქმდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის, "ქართული მარშისა" და კიდევ რამდენიმე მოძრაობის წარმომადგენლები სტადიონზე სხვადასხვა სექტორში პერფორმანსებს მოაწყობენ, რაც მათ შორის, შეძახილებშიც გამოიხატება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვიკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პოზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ",- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
დღეს დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
"მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთის გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატში. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ლატვიას დაუპირისპირდება. მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, "ქართული მარშის" წევრები საპროტესტო გამოსვლებს გეგმავენ. მიზეზი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერაა.
როგორც "ქართული მარშის" წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის ბოდიშს მოიხდის, დღეს ლატვიის საფეხბურთო გუნდთან თამაშის დროს დაგეგმილი პერფორმანსები გაუქმდება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გურამ კაშია ბოდიშს არ მოიხდის, "ქართული მარშისა" და კიდევ რამდენიმე მოძრაობის წარმომადგენლები სტადიონზე სხვადასხვა სექტორში პერფორმანსებს მოაწყობენ, რაც მათ შორის, შეძახილებშიც გამოიხატება.
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ნაკრებს გაუჩნდა რეალური შანსი, დადოს დადებითი შედეგი, გამომდინარე იქიდან, რომ ყაზახეთის ნაკრებთან გაიმარჯვეს, ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ გურამ კაშიასთან. ჩვენ ეს შეთავაზება მანამდე რამდენჯერმე გავავრცელეთ და გუშინ ოფიციალურად მივწერეთ, რომ თუ ფეხბურთი ყველასია, მაშინ ამავდროულად, ჩვენიცაა, მათ შორის იმ ხალხისაც, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გურამ კაშიას მივმართეთ და ვუთხარით, რომ მას თავის აზრს ჩვენ თავისთავად ცხადია, ვერც შევაცვლევინებთ და ვერ გადავაფიქრებინებთ, თუმცა რომ გამოირიცხოს ის მითქმა-მოთქმა, თითქოს მან ეს პროვიკაციისა და სხვადახვა ანგარებიდან გამომდინარე გააკეთა, მოიხადოს ბოდიში. ბოდიშის მოხდა არავისთვის დამამცირებელი არ არის, შეუძლია, დარჩეს თავის პოზიციაზე, უბრალოდ თქვას, რომ თუ მისმა ნაბიჯმა ვიღაცის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა, ის იხდის ბოდიშს. ჩვენ ამ შემთხვევაში ყველანაირ პერფორმანსს, ყველანაირ აქციებს, რაც მხოლოდ ჩვენი დაგეგმილი არ არის, დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც სტადიონზე მისვლას გეგმავს, გავაუქმებთ",- განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.
დღეს დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
"მგონია, რომ არავის ეპატიება და არც არავინ უნდა იკადროს პირადი და საერთო აურიოს ერთმანეთში, პირიქით, დავანახოთ მსოფლიოს არა ერთმანეთის გაუცხოება და შუღლი, არამედ ერთად დგომა და გულწრფელი ქომაგობა. მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვალინდელ მატში. მგონია, რომ ბევრი ადამიანი მოვა თამაშზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ხვალინდელ შეხვედრაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)