31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
10.09.2018 / 14:09
შრიფტის ზომა:

თბილისში ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, ნანგრევების ქვეშ სამი მოზარდი მოჰყვა, რომლებმაც სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ ზეემკას დასახლებაში მოხდა.

ასევე, არსებული ინფორმაციით, დაშავებული სამი ბავშვიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულებიდან 2 ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული, ერთი კი მოსკოვის პროსპექტზე მდებარე რეგიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულ მოზარდებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნანგრევებში მოზარდების მოყოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოჰყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისში ავტოფარეხის ჩამონგრევის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა - ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა | Allnews.Ge