08 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.09.2018 / 10:09
შრიფტის ზომა:

საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს

მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება. ამასთან, მსჯელობის საგანია ვერსია, რომლის მიხედვით, გამოცხადდება საერთაშორისო კონკურსი და გამარჯვებული ლიცენზიანტი კონკურსის გზით გამოვლინდება. სავარაუდოდ, სალიცენზიო პირობებში განისაზღვრება საქართველოში მარიხუანას წარმოების გეოგრაფიული არეალი, რაოდენობა და ასე შემდეგ.

სააგენტოს ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცხარე დისკუსია და კამათი გაიმართა. თავად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იდეას მხარს უჭერს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამავე პაკეტის ფარგლებში განიხილება შეზღუდვების შემოღება მარიხუანას მოხმარების წესებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლებში, საჯარო დაწესებულებებსა და ზოგადად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მთავრობა მარიხუანას მოხმარების აკრძალვას გეგმავს. აკრძალვა ასევე გავრცელება გარკვეული პროფესიული წრეების წარმომადგენლებზე.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის სხდომაზე, სავარაუდოდ ახლო მომავალში გავა.

მკითხველის კომენტარები
(3)

Nik
11 სექტემბერი , 2018 20:09

და რა კომენტარი უნდა გააკეთო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კამბოჯასა და ნეპალში? ესეთ რამეს ნამდვილ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა ადამიანი, და ეს რეალობაა? ))

სოსო
11 სექტემბერი , 2018 11:09

ამის წამკითხავმა,ეთიკისა და ზრდილობის ნორმები როგორ უნდა დაიცვა?ეს რა სანაგვეა,გაგიჟდება კაცი.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს მთავრობა, ექსპორტზე გატანის მიზნით, ქვეყანაში მარიხუანას წარმოების დაწყებას გეგმავს | Allnews.Ge