
კიბო მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი რიგით მეორე მიზეზია. 2015 წლის მონაცემების მიხედვით, დაავადება 8,8 მილიონი ადამიანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი. რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში გარდაცვალების ყოველი 6 შემთხვევიდან 1 კიბოს მიერ არის გამოწვეული. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
სიმსივნური დაავადების მიერ გამოწვეული ფატალური შემთხვევების 70% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, კიბოთი გარდაცვალების ფაქტების 1/3 ისეთ ფაქტორებსა და ცხოვრების წესს უკავშირდება, როგორიც ჭარბწონიანობა, ხილისა და ბოსტნეულის მიღების დაბალი მაჩვენებელი, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაა.
მოწევა სიმსივნური დაავადებების გამომწვევი ყველაზე მაღალი რისკაფაქტორია და კიბოთი გარდაცვალების ფაქტების 22%-ზეა პასუხისმგებელი.კიბოს გამოწვევი ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც ჰეპატიტი და ადამიანის პაპილომა ვირუსია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში სიმსივნური დაავადებების 25%-ს იწვევს.
რა იწვევს ფილტვის სიმსივნეს, რომელიც სიკვდილიანობის მიხედვით სიმსივნეებს შორის პირველ ადგილზეა
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, პრობლემურია ის ფაქტი, რომ სიმსივნური დაავადებების გვიანი დიაგნოსტიკა და არასწორი მკურნალობა საკმაოდ ხშირია. ორგანიზაციის განმარტებით, კიბო მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკაზე. მხოლოდ 2010 წელს სიმსივნური დაავადებების ეკონომიკურმა ღირებულებამ დაახლოებით 1,16 ტრილიონი ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ 2012 წელს მსოფლიოში 14,1 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ყველაზე ხშირად ფილტვების, მკერდის, ნაწლავისა და პროსტატის კიბო გამოვლინდა.
სიმსივნური დაავადებების კვლევის გაერთიანებული სამფოს ცენტრის ინფორმაციით, ფილტვების კიბო განსაკუთრებით გავრცელებულია მამაკაცებში. მამრობითი სქესის ადამიანების დიაგნოსტირებისას სიმსივნის აღმოჩენის ყოველი 10 შემთხვევიდან 1-ზე მეტი შემთხვევა ფილტვების კიბოზე მოდის. დადგენილია, რომ 2030 წლამდე ყოველ წელს 23,6 მილიონი კიბოს ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გლობალურად ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებები, რომლებიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევიან არის:
ფილტვის კიბო (გარდაცვალების 1,69 მილიონი შემთხვევა)
ღვიძლის კიბო (გარდაცვალების 788 000 შემთხვევა)
ნაწლავის კიბო (გარდაცვალების 774 000 შემთხვევა)
კუჭის კიბო (გარდაცვალების 754 000 შემთხვევა)
მკერდის კიბო (გარდაცვალების 571 000 შემთხვევა)
რისკი, რომ ადამიანს კიბო განუვითარდეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე, გენეტიკასა და იმაზე თუ რამდენად კიბოს გამომწვევი რისკ ფაქტორების შემცველი ცხოვრების წესი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დაინფიცირდა თუ არა ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, რამდენიმე დღეში გაირკვევა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის სამედიცინიო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ის კლინიკიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ბავშვს, მის კვლევაზე და დაკვირვებაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს.
"სხვა დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საკითხის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა", - განაცხადა სულხან ორჟონიამ.
საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ბავშვს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა, ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ადასტურებენ, რომ მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა, რის გამოც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათივე განმარტებით, აღნიშნულის გამო ბავშვის დაინფიცირების შანსი ძალიან მცირეა.
"მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. ამაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება, რადგან დაინფიცირების შანსი არის ძალიან მცირე - 0,001 პროცენტი. ამჟამად ბავშვს ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა და შედეგები იქნება რამდენიმე დღეში. სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ის დაინფიცირებული. რაც შეეხება შემთხვევას, რა თქმა უნდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შიდა მოკვლევის შედეგად ეს გადაცდომა დადგინდა და მოხდა მყისიერი რეაგირება, აღნიშნული თანამშრომელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი არასწორად ჩატარებული სამედიცინო სერვისის გამო ბავშვის კვლევებზე მეურვეობას იღებს", - განაცხადეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მედდა, რომელიც ბავშვს სამედიცინო მომსახურებას უწევდა, თავად არის C ჰეპატიტით დაინფიცირებული და მან არ დაიცვა შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები. აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის ადმინისტრაციისთვის გახდა ცნობილი და ბავშვის მშობლებს თავად კლინიკის წარმომადგენლობა დაუკავშირდა C ჰეპატიტზე კვლევების ჩასატარებლად.
მკითხველის კომენტარები
(0)