საზოგადოება
13.09.2018 / 08:09
შრიფტის ზომა:

"14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია" - რას ამბობს სკოლის დირექტორი გორში გარდაცვლილ გოგონაზე?

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები.

გოგონას გარდაცვალების საქმეზე ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი გამოჰკითხეს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს საქმეზე შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგონას გარდაცვალების შესახებ გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს რაიმე ვერსიაზე საუბარი უჭირს. როგორც სკოლის დირექტორმა, გიორგი ბერძნიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.

"უმძიმესი ფაქტი მოხდა და უკიდურესად შეწუხებულები ვართ. გოგონა ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის წინ, გორის მე-5 საჯარო სკოლიდან გადმოვიდა. პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია, არც რაიმე ტიპის კონფლიქტი მოსვლია თანატოლებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს სკოლაში, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე თვე ისწავლა. ვერ გეტყვით, რა მოხდა ამ ზაფხულს ან ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემები ოჯახში", - განაცხადა გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, გიორგი ბერძნიშვილმა.

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესაძლო ვერსიებს ვერც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ასახელებენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია" - რას ამბობს სკოლის დირექტორი გორში გარდაცვლილ გოგონაზე? | Allnews.Ge