მსოფლიო
08.03.2018 / 09:03
შრიფტის ზომა:

ნიუ-იორკში "ღამის ცხოვრების მერი" დაინიშნა

ნიუ-იორკში "ღამის ცხოვრების მერი" დაინიშნა

ნიუ-იორკის მერმა ქალაქის "ღამის ცხოვრების მერი" დანიშნა. არიელ პალიცი პირველი იქნება, ვინც ახლად შემოღებულ თანამდებობას დაიკავებს.

ახალი პოსტის ოფიციალური დასახელებაა "ღამის ცხოვრების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი", თუმცა მას არაოფიციალურად "ღამის ცხოვრების მერად" მოიხსენიებენ.

არიელ პალიცს საბჭოში 12 წევრი ეყოლება და 300,000 აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტი ექნება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ახალი სამსახურის კომპეტენციაში შედის ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის ნებართვების გაცემა, უბნებში მოქალაქეების მხრიდან საჩივრების განხილვა ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებების ფუნქციონირებაზე, რეკომენდაციების გაცემა და ნიუ-იორკის მერიისთვის რჩევების მიცემა აღნიშნულ ინდუსტრიაში ბოლო ტენდენციებთან დაკავშირებით.

"აღნიშნული სამსახური საშუალებას იძლევა მხარი დავუჭიროთ მცირე ბიზნესის მფლობელებს და ყველა ნიუ-იორკელს, ვინც ჩვენი ქალაქის ღამის ცხოვრების მრავალფეროვან კულტურას ჰქმნის", - განაცხადა არიელ პალიცმა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს ბოლო დემოგრაფიული მონაცემები | Allnews.Ge

საქართველოს ბოლო დემოგრაფიული მონაცემები

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).

რაც შეეხება ქორწინებებისა და განქორწინებების სტატისტიკას, 2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა.

ქვემოთ მოცემული ცხრილი ასახავს ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს 2018 წლის იანვარ-ივნისში: