17 ორშაბათი - 2025, მარტი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2.6 მაგნიტუდა შეადგინა. როგორც Allnews.ge-ს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ჩიქოვანმა განუცხადა, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსთავიდან 18 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან იყო.

მიწისძვრა 08:17 საათზე მოხდა.