
მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.
"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.
"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება.
პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თბილისში ოთხდღიანი კონფერენცია გაიხსნა, სადაც დასავლეთ აზიაში ღამურის მიერ გამოწვეულ ზოონოზური დაავადებების რისკების ანალიზზე მსჯელობენ. პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში უკვე დაწყებულია ღამურების კვლევა და ჯერჯერობით განსაკუთრებული საფრთხე არ დაფიქსირებულა.
"უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ცხოველების, გარემო ფაქტორების და ადამიანის ჯანმრთელობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. ყველგან გაფართოვდა კვლევები ღამურებზე, რომლებიც როგორც აღმოჩნდა საკმაოდ ბევრი დაავადების პოტენციური გადამტანები არიან. საქართველო ძალიან აქტიურად გაწევრიანდა მსოფლიო კონსორციუმში, რომელიც აქტიურად შეისწავლის ღამურებს და იმ პათოგენებს, რომლებიც ამ ღამურების სხეულში შეიძლება იყოს.
ჩამოყალიბდა დასავლეთ აზიის ქსელი, სადაც საქართველო წამყვან პოზიციებზე დგას. სწორედ ამის მაჩვენებელია დღევანდელი კონფერენცია. ჩამოსულია 10 ქვეყნის წარმომადგენელი და განვიხილავთ სწორედ ამ მეთვალყურეობის ქსელს ღამურებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა ჩემთვის ის, რომ კონფერენცია 2 დღის შემდეგ ლუგარის ცენტრში გაგრძელდება. სწორედ ლუგარის ლაბორატორიაზე რუსულ მასმედიაში გავრცელებული ისტერიული შეტევის ფონზე, ამდენი ქვეყნის მეცნიერი კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენ იქ ვაკეთებთ ყველაფერს იმას, რაც საჭიროა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად.
ყველა ქვეყანაში, სადაც კი არის ღამურა, შეიძლება მას რამე დაავადება გადაჰქონდეს. საქართველოში ჩვენ დაწყებული გვაქვს ღამურების კვლევა და ჯერჯერობით არაფერი საშიში არ გამოვლენილა. არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ ქვეყანაში ღამურებს ცოფიც გადააქვთ. ჩვენთან ასეთი რამ არ ფიქსირდება. თუმცა ღამურების კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციისათვის, რათა ვიცოდეთ, ხომ არ არის რამე პოტენციური საფრთხე,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
მკითხველის კომენტარები
(0)