რა ვითარებაა ლილოში, სადაც სატვირთო მანქანის მძღოლმა საწვავი რამდენჯერმე გადაისხა
გაფორმების ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი შენობის სახურავზე ასული სატვირთო ავტომანქანის მძღოლი სახურავიდან ჩამოვიდა. მძღოლმა რამდენჯერმე გადაისხა საწვავი. იგი აცხადებს, რომ მისი პირობები კვლავ უცვლელი რჩება.
ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.
ცოტა ხნის წინ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ლილოში, სატვირთო მძღოლების აქციაზე მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მაჭავარიანი ამ წუთებში იმ მძღოლს ხვდება, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა.
სამინისტროს პრესსასამხაურის ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას მხოლოდ ჯანო ამყოლაძე ესწრება.
ჯანო ამყოლაძე გეზი-ის ერთ-ერთი შენობა-ნაგებობის სახურავი მას შემდეგ დატოვა, რაც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მასთან სასაუბროდ მინისტრი იყო მისული.