28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.09.2018 / 09:09
შრიფტის ზომა:

მომავალი კვირიდან თბილისში 20 000 დაავადებული ხის ჭრა დაიწყება

დედაქალაქის მასშტაბით 20 ათასი დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა განუცხადა, 8 თვის განმავლობაში 120 ათასი ხეა შესწავლილი.

მისივე ინფორმაციით, სანიტარული ჭრები თბილისის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ მძიმე მდგომარეობაშია ნარგავები თბილისის ტერიტორიაზე. მთავარი პრობლემა ჩვენ გვაქვს ფიჭვებთან მიმართებაში და ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, 1996-97 წლებიდან დაიწყო, ყველაზე დიდი განვითარება კი, 2000-იან წლებში ჰქონდა. ეს მხოლოდ თბილისის და საქართველოს პრობლემა არ არის, ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს. პირველადი აუცილებელი ღონისძიებები ჩავატარეთ, აღვწერეთ და მოვინიშნეთ დაავადებული ხეები და ეს დაახლოებით, 20 000 ძირია. მომავალი კვირიდან ვიწყებთ სანიტარულ ჭრებს, რათა გამოვათავისუფლოთ დაავადებული ხეებისგან ქალაქი და მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია.

ლაბორატორიულმა კვლევებმაც დაადასტურა, რომ თბილისში არ არის პათოლოგიური დაავადება, ეს არის ჩვეულებრივი სოკოვანი დაავადება, რომელიც ნებისმიერ ხე-მცენარეს შეიძლება ჰქონდეს. პრევენციისთვის ორჯერ შევწამლეთ ხე-მცენარეები, რამაც პროცესი შეაჩერა. ასევე, ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს თუ რასთან გვაქვს საქმე, ასევე ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირის აკრედიტირებულ ლაბორატორიებში, რომ დამატებით კიდევ განვსაზღვროთ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელი იქნება ამ მცენარეებთან. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესი; მცენარეებს შესაძლოა გაუჩნდეთ მავნე დაავადებები ან მწერები, შესაბამისად, რეგულარულად ვატარებთ ფიტოსანიტარულ კვლევას. 8 თვის განმავლობაში შესწავლილია 120 ათასი ხე და გამოვლენილი დაავადებების შესაბამისად ორჯერ მოხდა მათი წამლობა. წლის ბოლომდე ამ ღონისძიებების მესამე ეტაპი განხორციელდება, ხოლო მომდევნო წლებში მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა გიგაშვილმა.

მკითხველის კომენტარები
(2)

ბერდო
27 სექტემბერი , 2018 07:09

აუციებელია გამხმარი ხეების მოჭრა და მათ ადგილზე ახლის დარგვა. მარტო ყოფილ ალექსანდროვის ბაღში იმდენი ფიჭვია გამხმარი, მათი შემხედვარე გული ცუდად მიხდება. სასწრაფოდ მოსაშორებელია იქედან. წინაამღდეგ შემთხვევაში მალე დაიწყება მატი მტვრევა (ქარის დროს განსაკუთრებით) და ადამიენბისათვის ხიფათის შექმნა. აქამდეც რას ელოდებოდით!!! რამდენი ხანი დგას ეს გამხმარი ხეები იქ, უკვე აღარც კი მახსოვს.

ავიატორი.
27 სექტემბერი , 2018 05:09

და ახალი სახლების მშენებლობა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მომავალი კვირიდან თბილისში 20 000 დაავადებული ხის ჭრა დაიწყება | Allnews.Ge