27 ოქტომბერს თბილისში Fuckup Nights-ის მეხუთე ღონისძიება ჩატარდება
27 სექტემბერს, „ფაბრიკაში“ Fuckup Nights Tbilisi vol.5 ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება, მოისმინოს ბიზნეს ისტორიები, რომლებსაც მარცხი და იმედგაცრუება მოჰყვა. ამასთან, მსმენელები შეიტყობენ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც ვერ შედგა და აღმოაჩენენ პროდუქტებს, რომლებიც წარუმატებელი აღმოჩნდა.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, Fuckup Nights ტარდება მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველა იმ პირისთვის, ვისაც სურს, სხვის შეცდომებზე ისწავლოს და საინტერესო ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატარონ.
რაც შეეხება მოწვეულ სპიკერერებს, ისინი არიან პირები, ვინც მარცხი განიცადა, თუმცა არ დანებდა, ისწავლა, მოძრაობა გააგრძელა და მზად არის, საკუთარი გამოცდილება, სხვებსაც გაუზიაროს.
ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi არიან, 27 სექტემბერს, „ფაბრიკაში“, 19:00 საათზე გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარი საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით.
Fuckup Nights Tbilisi vol. 5-ის პარტნიორები არიან: Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus, Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, ლურჯი ოკეანე • Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა,Snap Fitness Georgia, Cavea Cinemas, adjaranet.com და Estrella Damm.
ღონისძიების მედია პარტნიორები არიან Entrepreneur Georgia, AT.ge, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი და რადიო შოკოლადი.
ონლაინ ბილეთები:
Eventer.ge - https://goo.gl/SzUuR5
TKT.GE - ბილეთები ონლაინ - https://goo.gl/ctuSuJ
Biletebi.ge - https://goo.gl/7Nz91o
ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
მკითხველის კომენტარები
(0)