
საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება.
კერძოდ, ხვალიდან საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:
პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
როგორი იქნება და რა ეღირება ბიოპარკები, რომელმაც 5 დღეში პოლიეთილენის პარკები უნდა ჩაანაცვლოს