01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორ ამინდს პროგნოზირებენ ოქტომბრის დასაწყისში? | Allnews.Ge

როგორ ამინდს პროგნოზირებენ ოქტომბრის დასაწყისში?

1 და 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება. 2 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან, 5 ოქტომბრამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

1–2 ოქტომბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

3–4 ოქტომბერს ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში 1–2 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება. 3–4 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია, იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ქარი და +26, +28 გრადუსამდე დათბება.