უახლოეს დღეებში მოსალოდნელია თოვლი, ასევე ძლიერი ქარი და წვიმა ელჭექით
4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5-6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ზოგან ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.
5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა, თოვლი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
მკითხველის კომენტარები
(1)
ოქტომბერს თუ ნოემბერს?