სინოპტიკოსები ცალკეულ რაიონებში წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
18 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. 16-17 ოქტომბერს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისში 16-17 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.
მკითხველის კომენტარები
(0)