
გარდა სასკოლო განათლებისა, მშობლების უმეტესობას სურს, შვილი სხვადასხვა წრეზე შეიყვანოს, რათა მისი ინტერესის სფერო გააფართოოს და შესაძლებლობა მისცეს, მომავალში პროფესია, უფრო გათვითცნობიერებულმა აირჩიოს. ეს აუცილებელიცაა ბავშვის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებისთვის და ამას გვირჩევენ ფსიქოლოგებიც.
რა პრინციპით უნდა შეირჩეს, რა ასწავლოთ შვილს სკოლის გარეთ? ამ საკითხზე ფსიქოთერაპიული გეშტალტ კლინიკის ხელმძღვანელი, ევროპული აკრედიტაციის მქონე გეშტალტ ფსიქოთერაპევტი ლიკა თუშიშვილი საუბრობს ambebi.ge-სთან.
"ბავშვის ზოგადი განვითარება, აღქმის გაფართოება, ცნობიერების ფორმირება არის ბუნებრივი პროცესები, რომელებიც გარემოში სიახლესთან კონტაქტის დროს ვითარდება. გონებაგახსნილობა დამოკიდებულია სიახლესთან კონტაქტის დროს თვალსაწიერის გაფართოებასთან. რა იქნება ეს - ხატვა თუ კალათბურთი - ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი შეგვიძლია, გამოვყოთ ჭადრაკი, რომელიც კოგნიტური უნარების, ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას ახდენს ყველაზე მეტად სხვა აქტივობებთან შედარებით".
მისივე თქმით, ბავშვი ვერ გადაწყვეტს, სად იაროს და სად არა. ამ არჩევანს მშობელი აკეთებს: "ბავშვმა შეიძლება, სურვილი გამოხატოს, სადაც უნდა სიარული. მშობელმა ჯანსაღი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელშიც იქნება გათვალისწინებული მშობლის სურვილი, ოჯახური ფასეულობები და რა თქმა უნდა, ბავშვის სურვილი და შესაძლებლობები".
თუმცა, მხოლოდ სურვილი არ არის, ძალიან ხშირად, მშობელს არ აქვს სათანადო ფინანსური შესაძლებლობა, რომ ბავშვი რომელიმე წრეზე ატაროს. მსგავს შემთხვევებში სხვადასხვა ფასდაკლებებს hotsale.ge გთავაზობთ.
საინტერესოა, სად ფუნქციონირებს ასეთი წრეები. გთავაზობთ რამდენიმეს:
1. ხატვა
ხატვა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ფიქრი და გამოხატონ თავიანთი იდეები ფურცელზე. ხატვის წრეზე სიარული საქართველოში საკმაოდ პოპულარულია. ხატვის წრეებს გვთავაზობს Cambridge Education House, დანტეს ხელოვნების სკოლა და "ბიზნეს აკადემია".
2. ძერწვა
ძერწვაც ისეთივე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, როგორც ხატვა, ისინი შეიძლება ითქვას, ხელოვნების მონათესავე დარგებია, ორივე დაახლოებით ერთნაირ როლს ასრულებს მცირეწლოვნის განვითარებაში. ამიტომაც ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები ხშირად კომბინირებულია.
3. ჭადრაკი
ჭადრაკი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვების გონებრივი განვითარებისთვის. იგი ასწავლის მოზარდს სტრატეგიის შემუშავების, დაგეგმვის, მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას და გამოუმუშავებს საჭირო უნარებს.
4. ცეკვა
ცეკვა ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელია. მაგრამ ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ არ მოხდეს მცირეწლოვანი ბავშვის ზედმეტად გადატვირთვა ფიზიკური აქტივობით. გარკვეული დოზით კი იგი აუცილებელია. ცეკვის არაერთი წრე მოქმედებს საქართველოში. მათ შორის საბავშვო საბალეტო სტუდია "მეჯიკ შოუ ბალეტი", ასევე ცეკვის სტუდია pro dance, რომლებიც ფასდაკლებას გვთავაზობს.
5.მუსიკა
თუ ბავშვს სმენა აქვს და თან სიმღერა ძალიან უყვარს, მაშინ იგი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ მუსიკის წრეზე. ამით მას საშუალებას მისცემთ საკუთარი ჰობით დაკავდეს და ინტერესები დაიკმაყოფილოს. ამასთან, შესაძლოა ამგვარად თქვენ სამომავლოდ მისი მუსიკის ნიჭის განვითარებასაც შეუწყოთ ხელი.
"მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს ნაადრევად ნუ გაზრდიან" - პედიატრისა და ფსიქოლოგის რჩევები