31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
20.10.2018 / 10:10
შრიფტის ზომა:

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

"გირჩის" დამფუძნებელის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, "დედაენის" ბაღში "გირჩის" წევრები იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.

"მოვედით "დედაენის" ბაღში დაახლოებით ნახევარი საათის წინ, აპარატურას არ გვატანინებენ. აქ იმყოფება ძალიან ბევრი დაცვის თანამშრომელი, სავსეა პოლიციელებით აქაურობა. იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პოლიციელებით სავსე ავტობუსები დგას. დაახლოებით 10 წუთის წინ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა იაგო ხვიჩია განყოფილებაში, ჩხრეკის ჩასატარებლად გადაიყვანეს. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ჩხრეკა აქვე ჩაეტარებინათ, თუმცა მაინც წაიყვანეს განყოფილებაში. სავარაუდოდ, კიდევ მოვლენ და, ალბათ, ყველას ცალ-ცალკე წაგვიყვანენ. სანამ ეს მოხდება, მინდა იცოდეთ, რომ ფესტივალი ჩვეულებრივად ტარდება. ადამიანები შეიკრიბებიან 16:20 საათზე, როგორც ეს იყო დაგეგმილი, მათ შორის ის ხალხი, ვინც აპირებს, აქ სხვადასხვა რაღაცები გაყიდოს, იმხიარულოს, გაერთოს. მიზანი არის ის, რომ ფესტივალი შედგეს ნებისმიერ შემთხვევაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თუ მე დამაკავეს, ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს, იქნება ის, რომ მე ვერ მოვახერხებ იმ დაუმორჩილებლობის აქტის ჩადენას. ზოგადად კი, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი დღეს თბილისში უნდა ჩატარდეს. ამიტომ გელოდებით ყველას, ვინც აქ მოსვლას აპირებს, არაფრის არ შეგეშინდეთ, მოდით, არავინ თქვენ ხელს არ მოგკიდებთ. საბოლოო ჯამში, ეს მარაზმი ამ ქვეყანაში დამთავრდება და რაც უფრო მეტ ასეთ სიგიჟეს გააკეთებენ, მით უფრო მალე დამთავრდება ეს ყველაფერი", -განაცხადა ჯაფარიძემ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს | Allnews.Ge