
მიმდინარე კვირას ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანები არ კარგავენ კომპენსაციის უფლებას გამოუყენებელი შვებულებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ შვებულება არ მოუთხოვიათ.
გერმანიაში მომხდარი ოთხი შემთხვევის განხილვის შემდეგ სასამართლომ უფრო მეტი უფლება მიანიჭა დასაქმებულებს შვებულების დროის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
რა დაადგინა სასამართლომ ?
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• თანამშრომლები ავტომატურად არ კარგავენ შვებულების დღეებს ან უფლებას რომ მოითხოვონ შვებულების დროის სანაცვლო კომპენსაცია - იმ შემთხვევაშიც კი თუ მათ ეს შვებულება არ მოუთხოვიათ.
• თანამშრომელმა შეიძლება დაკარგოს აღნიშნული უფლება იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი დაამტკიცებს, რომ დასაქმებულს შვებულების აღების საკმარისზე მეტი შესაძლებლობა მისცა.
• დადგენილება განსაკუთრებით ეხებათ იმ თანამშრომლებს, რომელთა კონტრაქტი ამოიწურა ან შეწყდა.
• თუმცა სასამართლომ უარყო თავისი დადგენილების ნებისმიერი ინტერპრეტაცია, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას მისცემდა უარი ეთქვათ შვებულების დღეების გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კომპენსაცია უზრუნველეყოთ, სასამართლოს განმარტებით, მსგავსი ქმედება არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას ყოველწლიური ანაზღაურებული შვებულების შესახებ.
• ევროკავშირის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადამიანი ანაზღაურებული შვებულების უფლებას გარდაცვალების შემთხვევაშიც კი არ კარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრები და მემკვიდრეები გამოუყენებელი შვებულების დღეების სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებენ.
რა იყო ის ოთხი ქეისი, რომელიც სასამართლომ განიხილა
ორ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გარდაცვლილი ადამიანის შვებულების გამოუყენებელ დღეებს. ორი ქვრივი იმ დღეების სანაცვლოდ, რომლებიც მათმა მეუღლეებმა ვერ გამოიყენეს კომპენსაციას ითხოვდნენ. გერმანიის კანონმდებლობით მათ ეს უფლება არ ჰქონდათ.
კიდევ ორ შემთხვევაში ისმოდა კითხვა იწურება თუ არა შვებულების დღეები მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში?
გერმანიაში ლეგალურად მყოფმა სტაჟიორმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ 5 თვის განმავლობაში შვებულება არ აეღო, სანაცვლოდ კომპენსაცია მოითხოვა, დამსაქმებელმა აღნიშნა, რომ მისთვის შვებულების აღება არავის დაუშლია და ამის გამო კომპენსაციის გადახდაზე უარი თქვა.
კიდევ ერთ შემთხვევაში კი Max Planck Society-ის ყოფილ თანამშრომელს 51 დღის სანაცვლოდ კომპენსაციის მიღება სურდა, რომელიც მან 2 წლის განმავლობაში არ გამოიყენა, მის დამსაქმებელსაც ანალოგიური არგუმენტი ჰქონდა.
გერმანული კანონი შვებულების შესახებ
თანამშრომლები, რომლებიც გერმანიაში ხუთი დღის განმავლობაში მუშაობენ, წელიწადში სულ მცირე 20-დღიან შვებულებას აძლევენ, თუმცა ყველაფერი მაინც კონტრაქტზეა დამოკიდებული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შვებულება უფრო მეტ დღესაც ითვალისწინებს. გერმანული კანონმდებლობის თანახმად, შვებულების დღეები ერთი წლის განმავლობაში უნდა ამოიწუროს, თუმცა შვებულება შეიძლება ასევე შემოინახო შემდეგი წლისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დახარჯო შემდეგი წლის მარტის ბოლომდე. გერმანულ ისევე როგორც ევროკავშირის კანონმდებლობაში გაწერილია, რომ შვებულების გამოუყენებელი დღეების ანაზღაურება არ ხდება ერთი გამონაკლსის გარდა, როდესაც კონტრაქტის შეწყვეტა ხდება. გერმანიის სასამართლო კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ადამიანს გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შვებულების შესახებ მათი განცხადება არ დაკმაყოფილდება.
რა მოხდა შემდეგ?
გერმანიის სასამართლომ ევროკავშირის სასამართლოს მიმართა, რათა შვებულებებთან დაკავშირებით ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი მითითებები მიეღო. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ახლა გერმანულ სასამართლოებში დაბრუნდება, სადაც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებთან დაკავშირებით საბალოო განაჩენს გამოიტანენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტრო "გირჩის" მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "გირჩის" მიერ გავრცელებული განცხადებების საფუძველზე, ე.წ. მარიხუანას ფესტივალის ორგანიზების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება 2018 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით დაიწყო, რაც მცენარე კანაფის/მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს. ამასთან, ე.წ. ფესტივალის დაანონსების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა არაერთი განცხადება, რომლითაც საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ფესტივალის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის და საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი მთელი რიგი ქმედებების შესახებ.
"ფესტივალის ორგანიზატორებს მოვუწოდეთ, თავი შეეკავებინათ ნარკოტიკული საშუალებების პოპულარიზაციის, სამართალდარღვევების ჩადენის წახალისების და ღონისძიების ორგანიზებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ჩამდენი ნებისმიერი პირის (მათ შორის გირჩის წარმომადგენლების თუ პრეზიდენტობის კანდიდატის) მიმართ გამოყენებული იქნებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
აღნიშნული გაფრთხილებების მიუხედავად, 2018 წლის 20 ოქტომბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, დედა ენის ბაღში, (მათ მიერ გავრცელებული განცხადების შესაბამისად) ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გასაღების და მოხმარების მიზნით, შეიკრიბნენ გირჩის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები, თუმცა, დედა ენის ბაღში შეკრებილებმა ვერ შეძლეს ე.წ. ფესტივალის გამართვა.
სამართალდამცველებმა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის დაწესებულებაში გადაიყვანეს ფესტივალის მონაწილე 8 პირი. აღნიშნულ პირებს, გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ჩაუტარდათ ჩხრეკა და გამოკითხვის შემდეგ დატოვეს პოლიციის დაწესებულება. ჩხრეკის შედეგად ორი პირისგან ამოღებული იქნა მცირე ოდენობით სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, რომელსაც უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
სამართალდამცველებმა, ასევე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, დააკავეს 6 პირი.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, ე.წ. ფესტივალის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მის მიმართ ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, ზურაბ ჯაფარიძემ ფესტივალის მიმდინარეობისას სხვადასხვა პირზე გაასაღა სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციას განყოფილებაში გაჰყვა ნებაყოფლობით, სადაც მას ჩაუტარდა ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობით და გამოკითხვის შემდეგ დატოვა პოლიციის დაწესებულება. მის მიმართ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საარჩევნო კოდექსის 103-ე მუხლის საფუძველზე, ცესკო-ს ინფორმირების მიზნით, ეცნობა საქართველოს პროკურატურას.
ნარკოტიკული საშუალებების (მათ შორის მარიხუანას) პოპულარიზაციის, მოხმარების წახალისების და გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
საჯარო სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების, პოპულარიზაციის და გასაღების ნებისმიერი მსგავსი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი სამართალდამცველების მიერ. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტში განიხილება და რომელიც მარიხუანას მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაყვანილი ზურაბ ჯაფარიძე გუშინ საღამოსვე გაათავისუფლეს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, ის სამმართველოში შეამოწმეს და მისი პირადი ჩხრეკა ჩაატარეს.
"სკურპულოზურად ჩაატარეს ჩემი პირადი ჩხრეკა. ტანსაცმლის ყველა კუთხე-კუნჭული შეამოწმეს, მათ შორის ფეხსაცმელები და წინდებიც კი. არაფერი არ მქონდა, ვუთხარი, რომ რაც მქონდა ყველაფერი დავარიგე. ამის შემდეგ იყო საკამოდ ვრცელი გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმე აქვთ აღძრული და ამ გამოძიების ფარგლებში გამომკითხეს დეტალურად, როგორ დავაორგანიზე ფესტივალი, რას ვაპირებდი, "ჯოინთი" რას ნიშნავს. საბოლოო ჯამში, ეს დაკითხვა იმით დასრულდა, რომ მითხრეს სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, გაგრძელდება გამოძიება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მის საპრეზიდენტო კანდიდატურას ხომ არ ექმნება საფრთხე, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ გამოკითხვის დროს ვიღაცები კორიდორში დარბოდნენ და იძახდნენ ცესკოს შევატყობინოთო.
"წარმოდგენა არ მაქვს ეს რას ნიშნავს", - განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, „მე მგონი ასე მარტივად ვერ მომხსიან".
მკითხველის კომენტარები
(2)
კი მაგრამ ამ ეგრედწოდებულ იმედს ვინმე უყურებს? ტელევიზიაა ქვია ხო მგონი ამას :)))
აბა თქვენ იცით