
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ექსკურსიაზე მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი კლდიდან გადავარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი იტყობინება.
ათი წლის მოზარდი უფლისციხეში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის.
დაშავებული მოზარდი სამედიცინო ცენტრ "გორმედში" შეიყვანეს.
კლინიკის ექიმის დავით გასიტაშვილის განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაზუსტებულ კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებს, მას შემდეგ, რაც პირველადი კვლევები დასრულდება.