
სამგორი-ლილოს, სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის ფარგლებში, 7 ახალი სადგური აშენდება,მეტროსადგური "სამგორი" კი სრულად განახლდება. ამის შესახებ მიწისზედა მეტროს პროექტშია აღნიშნული.
პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე შემდეგი სადგურები მოეწყობა: "სამგორი 2", "კახეთის გზაკეცილი", "ისტ ფოინთი", "ორხევი", "აეროპროტის დასახლება", "აეროპორტი", "ლილოს დასახლება" და "ლილოს ბაზრობა".
მეტროს ეს ხაზი 200 000-ზე მეტ ადამიანს მოემსახურება.
ამ პროექტის ფარგლებში, დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი, აქედან 30 მილიონამდე არის მხოლოდ მეტროს ვაგონების ღირებულება, დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება.
როგორც თბილისის მერმა "მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამგორი-ლილო, ლილო-აეროპორტის მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.
3 უპირატესობა, რომლითაც თბილისში ელექტრომობილები ისარგებლებენ