02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საგარეო უწყება - არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უპრობლემოდ შეუძლიათ, ამ სიას არავის გადავცემთ | Allnews.Ge

საგარეო უწყება - არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უპრობლემოდ შეუძლიათ, ამ სიას არავის გადავცემთ

საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უპრობლემოდ შეუძლიათ, ამ სიას საკონსულო არავის გადასცემს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"წარმოიდგინეთ, რამდენი ჩვენი მოქალაქე იმყოფება საზღვარგარეთ და რა ცოტა არის საკონსულო აღირცხვაზე. ჩვენ გავამარტივეთ აღირცხვაზე დადგომა და მოქალაქეებს სახლიდან შეუძლიათ ამის გაკეთება, თუმცა ეს 53 ათასზე მეტმა მოქალაქემ არ გააკეთა. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს ესმოდეთ, რომ აღრიცხვაზე დადგომა დამატებით პრობლემასთან, ან რაიმე სახის რისკებთან არ არის დაკავშირებული", - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, ეს ადამიანები თავს სავარაუდოდ იმიტომ იკავებენ, რომ არალეგალურად იმყოფებიან ამა თუ იმ სახელმწიფოში, კონსტანტინიდიმ უპასუხა, რომ "არალეგალურად იმყოფებიან, თუმცა დარეგისტრირება შეუძლიათ".

"არალეგალურად ვინც იმყოფება, მათაც შეუძლიათ დარეგისტრირება. ეშინიათ შემდგომი პრობლემების ალბათ, მაგრამ ვისგან ეშინიათ, საქართველოს საკონსულოსგან? საკონსულო ამ ინფორმაციას არ გადასცემს სახელმწიფოს. არ არის საშიში აღრიცხვაზე დადგომა, დამერწმუნეთ. თუმცა არალეგალურად მყოფი მოქალაქეები ხშირად იკავებენ თავს სხვა ღონისძიებაზე დასწრებისგანაც", - აღნიშნა კონსტანტინიდიმ.