26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
26.10.2018 / 05:10
შრიფტის ზომა:

გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - რა ვერსიებზე საუბრობენ ახლობლები?

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა გორში გუშინ გაუჩინარდა. მოზარდი მე-5 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. სკოლაში აცხადებდნენ, რომ ბავშვი გაკვეთილებზე იმყოფებოდა, შემდგომ სახლში წავიდა და შუადღით სახლიდან ამავე სკოლაში ცეკვის გაკვეთილზე უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა სკოლაში აღარ მისულა. მეზობლების თქმით, ბავშვი სკოლისკენ მიმავალი შენიშნეს, თუმცა მას შემდეგ აღარავის უნახავს.

გარდაცვლილის ცხედარს გორის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა. მცირეწლოვანი ბავშვი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაზუსტებული ინფორმაცია ოჯახს ჯერ არ არ ქვს, თუმცა აქვს რამდენიმე ვერსია. ხვიჩა ბერიაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სამართლადამცველები მომხდარს დროულად არ გამოიძიებენ, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მე დავინახე, რომ თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული. ფეხებზე, რაღაც მავთული, კარგად ვერ დავინახე. ალბათ, ყველას აწყობს ეს ყველაფერი. აზრი არ ექნებოდა, თუ ვისი ბავშვი იქნებოდა. თუ არ გამოიძიეს, მაგისტრალს გადავკეტავთ. მთელი გორი ფეხზე დადგება. ამას ვამბობ გორელების სახელით", - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ.

გორში გარდაცვლილი 8 წლის გოგონას ბიძა მომხდარის ერთ-ერთ ვერსიად წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის გამოწვევის მცდელობას განიხილავს. მისი თქმით, ოჯახის წევრები ასევე ერთ-ერთ ვერსიად კვლავ განიხილავენ ავტოსაგზაო შემთხვევას. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი იპოვეს, მანამდე არაერთხელ ჰქონდათ დათვალიერებული, რაც იმის ვარაუდის საფუძველს აძლევთ, რომ ამ ადგილზე ცხედარი მოგვიანებით მიიტანეს.

"ამ ქუჩაზე დამონტაჟებულია ორი სათვალთვალო კამერა, მაგრამ ბავშვი არც ერთი კამერის ჩანაწერებში არ ჩანს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ ვიდრე ამ ადგილამდე მივიდა, მანამდე შეემთხვა რაღაც. კარგად გაშიფრონ ამ კამერების ჩანაწერები და ზუსტად ნახონ, დღის ამ მონაკვეთში რა მანქანებმა გაიარა. ვფიქრობ, რომ შეიძლება მანქანა დაეჯახა, ვერ გადაარჩინა ბავშვი და მერე აქ დააგდო. მაგრამ არის მეორე ვერსიაც, თქვეს, რომ ბავშვს თავზე ცელოფანი აქვს ჩამოცმული და ფეხებიც შეკრული აქვს. ამ საქმის გამოძიება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი ხალხი ჩვენ გვერდით დადგება. ალბათ ესეც იფიქრეს, ესეც იცოდნენ და იქნებ მაგიტომ გააკეთეს, რომ ხალხი არჩევნებზე აღარ მივიდეს და არც იმას დაუჭიროს მხარი და არც ამას", - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გორში გაუჩინარებული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - რა ვერსიებზე საუბრობენ ახლობლები? | Allnews.Ge