მოგზაურობა
06.09.2017 / 12:09
შრიფტის ზომა:

ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს გადაცემას უძღვნის

ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს გადაცემას უძღვნის

პოპულარული ტელეკომპანია ევრონიუსი ბათუმს ვრცელ რეპორტაჟს უძღვნის. გადაცემა "მეტროპოლიტანი"-ს მეშვეობით ბათუმის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას, არქიტექტურას, გასტრონომიასა და ქალაქის თანამედროვე სახეს მილიონობით მაყურებელი გაეცნო.

ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული საინტერესო გადაცემა "ბათუმი - სტრატეგიული პორტიდან აქტიურ საზღვაო კურორტამდე" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაკეთდა. ევრონიუსის გადამღები ჯგუფი პრესტურით რეგიონს ზაფხულის აქტიურ ტურისტულ სეზონზე სტუმრობდა, რომლის დროსაც ტელეკომპანიამ კიდევ ერთი გადაცემა შავი ზღვის ჯაზფესტივალის შესახებ მოამზადა.

"წელს, ბათუმისა და ზოგადად, რეგიონის რეკლამირებას აქტიურად ვეწევით ისეთი პოპულარული ტელეკომპანიებით, როგორიცაა ევრონიუსი. გარდა აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლებისა, რომლებიც უკვე ორი თვეა ტრიალებს ტელეკომპანიის ეთერით, მომზადდა სპეციალური გადაცემები ჩვენი ქალაქის შესახებ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

შესაბამისად, 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს და ეს ბუნებრივია, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის, რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას. ჩვენი სატელევიზიო რეკლამა ტრიალებს ტელეკომპანია BBC-ის ეთერშიც და ვაგრძელებთ სხვა პოპულარულ ტელეკომპანიებთან მოლაპარაკებებსაც",-განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ევრონიუსის ეთერში ბათუმის შესახებ მომზადებული გადაცემის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ-მისამართზე - http://www.euronews.com/2017/09/05/batumi-from-strategic-port-to-bustling-sea-resort.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პარლამენტთან მომხდარი ინციდენტისას, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა | Allnews.Ge

პარლამენტთან მომხდარი ინციდენტისას, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა

პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. ხორავას ქუჩაზე მომზარდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა.

სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულს უკავშირდება სამართალდამცველების მიერ სარალიძის დაკავება.

რა უძღოდა წინ მომხდარ დაპირისპირებას, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

პარლამენტთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.