
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრებში ასევე ნაჩვენებია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ადგილი, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
გორში 8 წლის გოგონა გუშინ გაუჩინარდა, რომელიც რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე 33 წლის, წარსულში ნასამართლევი მამაკაცია დაკავებული, რომელიც გოგონას მეზობელი სახლში სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა.
რატომ მოხვდა 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 2004 წელს ომბუდსმენის ანგარიშში
მოკლული გოგონას ბაბუა - დაკავებული, სავარაუდოდ, პედოფილია - სახალხოდ უნდა დავწვათ!