
ქრისტეს შობამდე დაახლოებით VI-IV საუკუნეებში აღმოსავლეთ ინდოეთში გამოჩნდა სულიერი განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომი ბრძენ-კაცი, სახელად სიდჰარტა გაუტამა. მას ბუდა უწოდეს, რაც გასხივოსნებულს ნიშნავს და მისი სწავლება დღემდე პოპულარულია მსოფლიოს ძალიან დიდ ნაწილში.
ბუდას არასოდეს არაფერი დაუწერია, ისევე როგორც ქრისტეს, მისი მეთოდი ვერბალური გახლდათ. მისი სიბრძნე ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას და პირველი ჩანაწერებიც მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგ ჩნდება.
ბუდას გასხივოსნება მაშინ მოხდა, როცა გააცნობიერა, რომ სულიერი სიბრძნის შესაძენად სულაც არ არის საჭირო შიმშილი და სხეულის დაკნინება, რაც ასე მიღებული იყო იმ დროის ინდოეთში. როცა პატარა გოგონამ რძე და ბრინჯის პუდინგი მთელი გულით შესთავაზა თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით, ის მიხვდა, რომ აუცილებლად არსებობდა კიდევ სხვა გზაც იმის გარდა, რაც მას ასწავლეს. მაშინ ბუდამ დაიფიცა, რომ სანამ ჭეშმარიტებას არ ჩასწვდებოდა, არ გაინძრეოდა და ასეც მოიქცა - 49 დღის განმავლობაში მედიტირებდა. მისი სწავლებები დღემდე უამრავი ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გთავაზობთ მის 25 სიბრძნეს:
1. გზა ცაში არ არის, გზა გულშია.
2. ყველაფერი გონებაშია, რასაც ფიქრობ, ის ხდები.
3. ჩვენ ვერავინ გვიხსნის, საკუთარი თავის გარდა, ეს არავის ძალუძს და არც უნდა შეძლოს. ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა.
4. ყველა ადამიანი საკუთარი ჯანმრთელობის და ავადმყოფობის მწერალი თავადაა.
5. ჩვენ ისევე უნდა ვიზრუნოთ საკუთარი სხეულის ჯანმრთელობაზე, როგორც სულზე, რადგან წმინდა გონება და ჯანსაღი აზრები მხოლოდ ჯანსაღ სხეულში ბუდობს.
6. შენ, ისევე როგორც ყველა და ყველაფერი ამქვეყნად, იმსახურებ შენსავე სიყვარულს.
7. მთავარი მოგზაურობაა და არა დანიშნულების ადგილი.
8. ჩვენ ყოველდღე ხელახლა ვიბადებით და რასაც დღეს ვაკეთებთ, ყველაზე მნიშვნელოვანია. ნუ იქექეები წარსულში, ნუ ფიქრობ მომავალზე, ერთადერთი ჭეშმარიტი დრო აწმყოა.
9. ვისაც შეუძლია იფიქროს, მას ყველაფერი შეუძლია.
10. ათას ცარიელ სიტყვას ერთი მშვიდობის მომტანი სიტყვა სჯობს.
11. ნებისმიერ პაექრობაში, როგორც კი ბრაზს ვრძნობთ, იმ წამსვე ჩვენ ვწყვეტთ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას და ვიწყებთ საკუთარი ეგოსთვის ბრძოლას.
12. ცა არ იყოფა აღმოსავლეთად და დასავლეთად, ეს ჩვენ ვყოფთ ადამიანები გონებაში და მერე თავადვე ვიჯერებთ ამას.
13. შენი მისია შენი სამყაროს აღმოჩენა და მერე ამ სამყაროსთვის საკუთარი თავის მიძღვნაა.
14. შეუძლებელია სიძულვილი გავაქროთ სიძულვილით. სიძულვილი ქრება სიყვარულით. ამ კანონს ალტერნატივა არ აქვს.
15. ბოროტების არსებობა აუცილებელია, რომ სიკეთემ გაიმარჯვოს.
16. მე ვერ ვხედავ რა კეთდება, მე ვხედავ რა რჩება.
17. ნუ აკაკუნებთ ყველა სხვა კარზე, დააკაკუნეთ საკუთარი გულის კარებზე.
18. ჩვენ ფორმას ჩვენი ფიქრები გვაძლევს, ჩვენ ის ვხდებით, რასაც ვფიქრობთ. გონების განწმენდას ჩრდილივით სდევს თან უსაზღვრო სიხარული, რომელიც არასოდეს გვტოვებს.
19. თავად მოიპოვე ხსნა, ნუ დაელოდები მას სხვისგან.
20. თქვენ ვერ იპოვით გზას, თუკი თავად არ გახდით გზა.
21. თქვენ არ დაისჯებით თქვენი ნეგატიური ემოციების გამო, თქვენ დაისჯებით თქვენი ნეგატიური ემოციებით.
22. გრძნობდე ვინმეს მიმართ ბრაზს, ნიშნავს სვამდე საწამლავს და ელოდე, როდის მოიწამლება ის ვიღაც.
23. საკუთარი თავის დამარცხება გაცილებით უფრო დიდი გამარჯვებაა, ვიდრე სხვებზე გამარჯვება.
24. თუკი სასწაულის დანახვას შევძლებთ უბრალო ყვავილში, მაშინ მთელი ჩვენი ცხოვრება შეიცვლება.
25. არა აქვს მნიშვნელობა წარსულის სიმძიმეს, შენ ყოველთის შეგიძლია დაიწყო თავიდან.
26. შენ კარგავ, როცა ებღაუჭები.
27. ჭეშმარიტი რელიგია სიკეთეა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სამინისტროდან გვაცნობეს, ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს;
მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.
პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა;
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი;
საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.
მკითხველის კომენტარები
(0)