
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ბრალდებულმა მოსამართლის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მოსამართლემ გრიგალაშვილს განუმარტა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებამოვალეობები და ბრალდების შინაარსი, რის შემდეგაც კითხა, ცნობს თუ არა ის თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
"არ ვცნობ თავს დამნაშავედ არც ერთ ბრალში", - განაცხადა ლადო გრიგალაშვილმა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ბრალდების მხარეს უკვე აქვს მთავარი ექსპერტიზის დასკვნა, რომელის თანახმადაც გარდაცვლილს 33 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნული დასკვნა გახდა ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა. მას ანა ნაცვლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი 22 თებერვალს მოკლეს. მას ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
1–2 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოში კი, ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდი ხვალაც შენარჩუნდება, მათ შორის თბილისში.
31 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 16–25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 11–21 გრადუსი; თბილისში – 19 გრადუსი.
1–2 ნოემბერს კი კავკასიის ჩრდილო–აღმოსავლეთიდან საქართველოში ნოტიო და ცივი ჰაერის მასები გავრცელდება, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, იქნება ნისლი, მათ შორის თბილისშიც შესაძლებელია ნალექი.
დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, კოლხეთის დაბლობსა და ზემო იმერეთში, ასევე გორი–სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე 20–25 მეტრი წამში იქნება.
1 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–22 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში - 7–16 გრადუსია მოსალოდნელი; თბილისში – 14 გრადუსი.
2 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17–22 გრადუსი იქნება; აღმოსავლეთ საქართველოში -8–14 გრადუსი, თბილისში – 12 გრადუსი.
მკითხველის კომენტარები
(0)