საზოგადოება
31.10.2018 / 06:10
შრიფტის ზომა:

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­დის

ტელეკომპანია "იმედი" მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ თავად გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და იმუშავებს იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს "ნაციონალური მოძრაობა".

"წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა. ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს, რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

თოქ-შოუ "პირისპირ" ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ "იმედის" ეთერში გავა ახალი თოქ-შოუ "იმედი Live", რომლის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტი თეონა გეგელია იქნება.

რა ხდება მაშინ, თუ მეორე ტურში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი იმარჯვებს. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, ძმებ ახალაიებს, ვანო მერბიშვილს, მეგის ქარდავას და ყველას, ვისი სახელიც "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება. ძალადობა, ბიზნესების წართმევა, ტელევიზიაში შეჭრა. 2012 წლის არჩევნების შემდეგ პირველად "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ წარსული ისევ რეალობად იქცეს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი "იმედისთვის" გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა", - ნათქვამია განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები
(2)

სასაცილოააა
31 ოქტომბერი , 2018 10:10

კი მაგრამ ამ ეგრედწოდებულ იმედს ვინმე უყურებს? ტელევიზიაა ქვია ხო მგონი ამას :)))

ნუგო
31 ოქტომბერი , 2018 06:10

აბა თქვენ იცით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი" მუ­შა­ო­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზე გა­და­დის | Allnews.Ge