
თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყვითელი სამარშუტო ტაქსი გადაბრუნდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილიდან აცნობეს, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა 8 ადამიანია დაშავებული. შსს-ს ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მათივე ინფორმაციით, ერთმანეთს ოთხი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ორი ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.
"ერთ-ერთი მიკროავტობუსი გადაბრუნდა. საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს მიღებული 8 ადამიანს, თუმცა ყველა ადამიანი გონზეა. მსხვერპლი არ არის", - განაცხადეს შსს-ში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.