25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
02.11.2018 / 10:11
შრიფტის ზომა:

ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი - იხილეთ შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება - აღნიშნული ინფორმაცია Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ მიაწოდა.

სინოპტიკოსის ინფორმაციით, 3 ნოემბერს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე შენარჩუნდება აღმოსავლეთის ქარი, რომელიც ზოგან დროგამოშვებით ძლიერად იქროლებს. ჰაერის ტემპერატურა კვლავ თბილია და მაქსიმალური ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

"აღმოსავლეთ საქართველოში ხვალ დღის პირველ ნახევარში, განსაკუთრებით ეს ეხება აღმოსავლეთ რაიონებს, კახეთსა და მათ შორის თბილისს, არის ღრუბლიანი ამინდი მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით მოიმატებს და ნავარაუდებია 9-დან 14 გრადუსამდე სითბო. შიდა ქართლში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, დროგამოშვებით ძლიერი", - თქვა დოდო გვაზავამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

4 ნოემბერს უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში, სუსტი ქარი იქროლებს და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს 14-დან 18 გრადუსამდე. უნალექო ამინდები შენარჩუნდება შემდეგ დღეებშიც მთელ საქართველოში.

რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ხვალ დღის პირველ ნახევარში იქნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს დაახლოებით 11 გრადუსია, ხვალ მოსალოდნელია 11-დან 13 გრადუსამდე. 4 ნოემბერს უნალექო ამინდი შენარჩუნდება, მინიმალური ტემპერატურა ღამით მოსალოდნელია 6 გრადუსი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა კი იქნება 15-17 გრადუსი სითბო.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ქარი - იხილეთ შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი | Allnews.Ge