საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 13 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ მართგაჯინაში იყო.
შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 1 კვირის განმავლობაში მიწისძვრა რამდენიმეჯერ მოხდა.