
8 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია შესაძლებელი, ხოლო 8 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება.
თბილისში 8 ნოემბერს უნალექო ამინდი, ხოლო 7 ნოემბერს მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემერატურა ღამის საათებში +4, +6, ხოლო დღის საათებში +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.