მსოფლიო
22.04.2017 / 07:04
შრიფტის ზომა:

ავღანეთში თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთში, ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 140 ჯარისკაცი მოკლეს. "ალჯაზირას" ცნობით, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

მოგვიანებით "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მოძრაობა იღებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებს | Allnews.Ge

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებს

დედაქალაქის მერია მთელი ქალაქის მასშტაბით უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს ელექტრომობილებისთვის და მათ მფლობელებს ავტომობილების დამტენებს უფასოდ დაუმონტაჟებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ბანკები მზად არიან თავიანთი ავტოპარკი ჰიბრიდული და ელექტროავტომობილებით ჩაანაცვლონ, თანამშრომლები კი აღნიშნული ავტომობილების შეძენისას წაახალისონ.

რა ღირს ელექტრომობილები საქართველოში?

"რამდენიმე ხნის წინ გვქონდა პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრთან ერთად "მწვანე პოლიტიკასთან" დაკავშირებით. თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და განსაკუთრებით დედაქალაქში, რომ შევცვალოთ ეკოლოგიური მდგომარეობა. დედაქალაქის მერია მთელი რიგი პროექტების განხორციელებას აპირებს, ეს იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, მწვანე სივრცეების რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა, ახლის მშენებლობა. საუბარი ასევე შეეხო სამშენებლო სექტორში შესაბამის რეგულაციებს, რომლის მტვერიც პრობლემაა. ეს ერთობლიობაში მოგვცემს შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ბანკების მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა. მათგან მოვისმინეთ, რომ ისინი მიესალმებიან ჩვენს პოლიტიკას და მთელ რიგ გადაწყვეტილებებში გვიერთდებიან. მოვისმინეთ, რომ აპირებენ ავტოპარკის ჩანაცვლებას ელექტრომობილებითა და ჰიბრიდული ავტრომობილებით, გარდა ამისა, წაახალისებენ თავიანთ თანამშრომლებს, რომ შეიძინონ ელექტროავტომობილები. ჩვენი მხრიდან, დედაქალაქის მერია მთელი ქალაქის მასშტაბით უფასო საპარკინგე ადგილებს მოაწყობს. ასევე, ელექტრომობილების მფლობელებს ჩვენ დავუყენებთ დამტენებს უფასოდ. ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, რომ ეტაპობრივად შევძლოთ ელექტრომობილებზე გადასვლა და გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა", - განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერი მოადგილეებთან ერთად ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მწვანე და ეკოლოგიური ქალაქის განვითარებაზე ისაუბრეს.