მსოფლიო
08.03.2018 / 08:03
შრიფტის ზომა:

კანადაში ექიმები მათთვის ხელფასების მომატებას აპროტესტებენ

კანადაში ექიმები მათთვის ხელფასების მომატებას აპროტესტებენ

კანადაში ექიმები მათთვის ხელფასის მომატებას აპროტესტებენ. მედიცინის სფეროს 500-ზე მეტმა წარმომადგენელმა, ისევე, როგორც რეზიდენტებმა და დაახლოეით 150-მა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტმა პროტესტის ნიშნად, საჯარო წერილიც გამოაქვეყნეს.

"ჩვენ, კვებეკელი ექიმები, რომლებსაც ძლიერი საჯარო სისტემის გვჯერა, წინააღმდეგები ვართ ბოლო პერიოდში ხელფასის ზრდის"- ნათქვამია წერილში.

ექიმების განცხადებით, მომატებული ხელფასის მიღებით, ისინი შეურაცხყოფენ ექთნებსა და პაციენტებს, რომლებსაც მძიმე პირიბების ატანა უწევთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ექიმებისთვის ხელფასის მატება შოკისმომგვრელია მაშინ, როდესაც ექთნები და სხვა პროფესიონალები მძიმე სამუშაო პირობებში არიან, პაციენტები კი შესაბამისი სერვისების მიღებაში შეზღუდულები არიან, რადგან მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ. ეს კი უკანასკნელ წლებში სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემების ხარჯები შემცირებითაა გამოწვეული"- ნათვქამია წერილში.

213 ზოგადი პრაქტიკოსს, 184 სპეციალისტს, 149 რეზიდენტს და 162 სტუდენტს სურს, მათი გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო ფონდში დაბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გორის ცენტრში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება | Allnews.Ge

გორის ცენტრში, სავარაუდოდ, 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები დღესაც გაგრძელდება

გორის კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, გორში 9 წლის ნანა ბერიაშვილის მკველობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ გორში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელი დაასახელა და შესაბამისად, გუშინ საღამოს აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა.

წუხელ მიმდინარე სამძებრო ღონისძიებების შედეგად ცხედრის აღმოჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდა, შესაბამისად, ოპერატიული ღონისძიებების გაგრძელება დღეს იგეგმება.

პოლიციის ოპერატიული ლენტით ტერიტორია დღესაც შემოსაზღვრულია.

წუხელ მთელი ღამის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ დაკარგული ბავშვის მშობლები და ნათესავები.

ზაქრო ბერძნიშვილის ახლობლები კულტურისა და დასვენების პარკში ამჟამადაც იმყოფებიან. მათი განცხადებით, 2004 წელს, როდესაც ბავშვი დაიკარგა და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობდა, მათ შორის ძებნის პროცესში ჩართულები იყვნენ კინოლოგებიც, ძაღლმა კვალი სწორედ კულტურისა და დასვენების პარკის მიმართულებით აიღო და კვალი სწორედ იმ ადგილას დაკარგა, სადაც სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.