26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.12.2018 / 08:12
შრიფტის ზომა:

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ვრცელი პროგნოზი

ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე (SEECOF-20) მომზადდა 2018-2019 წლების ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზი, რომელიც ეყრდნობა გლობალურ და ხმელთაშუა ზღვის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების დინამიკურ და სტატისტიკურ მოდელებს.

"ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს. აღნიშულის გათვალისწინებით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია: ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმასთან ახლოს ან ნორმაზე 1-2 გრადუს C-ით მაღალი.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის საშუალო მრავალწლიური ტემპერატურა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე +5, +7გრადუსს; მთაში 0, +2 გრადუსს; მაღალ მთაში -4, -2 გრადუსს; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 0, +2 გრადუსს; მთაში -2, 0 გრადუსს; მაღალ მთაში -5, -3 გრადუსს შეადგენს", – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, საქართველოს ტერიტორია განეკუთვნება მე-2 ზონას, რომლის თანახმად ზამთრის სეზონში ნორმაზე მეტი ნალექების რაოდენობის ალბათობა 50%-ს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ნალექების საშუალო მრავალწლიური რაოდენობა (ნორმა) დასავლეთ საქართველოს დაბლობზე 500-700 მმ, მთაში 300-450 მმ, მაღალ მთაში 200-400 მმ, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 70-120 მმ, მთაში 80-150 მმ, მაღალ მთაში 70-150 მმ-ს შეადგენს.

მკითხველის კომენტარები
(1)

Sofo
11 დეკემბერი , 2018 21:12

Eseigi tovli iqneba cels?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში ზამთარში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ვრცელი პროგნოზი | Allnews.Ge