
"თბილისის მიკროავტობუსის" განცხადებით, მიკროავტობუსების ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და მძღოლები საზაფხულო საშეღავათო სისტემით სარგებლობენ. ამის შესახებ ნათქვამია კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საგანგებო განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში კონდენცირების სისტემა ჩართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება ურჩი მძღოლების მიმართ მკაცრი სანქციები გამოიყენოს.
კომპანიის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ ყველა მძღოლს მიეცა კეტეგორიული მითითება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩართოს კონდენცირების სისტემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კომპანია იძულებული იქნება გამოიყენოს მკაცრი სანქციები ურჩი მძღოლების მიმართ. ასევე, უმორჩილესად ვთხოვთ მომხმარებელს, ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ დატოვოს შეტყობინება ცხელი ხაზის ნომერზე 32 2 200 340.
"თბილისის მიკროავტობუსი" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ავტოპარკის თითქმის მთლიან შემადგენლობაში კონდენცირების სისტემა მოწესრიგებულია და ასევე მძღოლები სარგებლობენ საზაფხულო საშეღავათო სისტემით, რაც გაგრილების საშუალების ჩართვის შედეგად საწვავის მატების ხარჯს მთლიანად ფარავს. ამასთან, მძღოლების ის ნაწილი რომელთა მიმართებაშიც ცხელი დღეების განმავლობაში არ დაფიქსირდება პრეტენზია მონიტორინგის სამსახურში, დამატებით იქნებიან კომპანიის მიერ წახალისებულნი და არ გადაიხდიან იმ დღის გეგმურ გადასახადს", - კომპანიაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
„ქუჩაში მოძრავი გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან და ქულებიც დააკლდებათ“. ამის შესახებ, ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ინსპექტირება ერთჯერადია და ის ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, მძღოლებისთვის საკუთარი ავტომობილის მონიტორინგი მუდმივად უცილებელია.
„თუ გზაზე გამოვლინდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც გარკვეული აშკარა დაზიანებები შეენიშნება, პატრულის ეკიპაჟს შეუძლია გააჩეროს და გაუმართაობის გამო დააჯარიმოს, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად აქვთ თუ არა გავლილი. ინსპექტირება ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების გავლის შემდეგ დაზიანდეს და ისე გადაადგილდებოდეს გზაზე. მაგალითად, მაშუქი ფარი არ უნთებდეს; საქარე მინა ჰქონდეს გაბზარული, გამონაბოლქვი იყოს შესამჩნევი და ა.შ. აქედან გამომდნარე, საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია ასეთი ავტომობილი დააჯარიმოს და ქულებიც დააკლოს,“-აღნიშნა იორდანიშვილმა.
ამასთან, მან დაჯარიმების მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა თუ როგორ ხდება ჭკვიანი კამერების მიერ ინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის გამოვლენა/დაჯარიმება.
„პატრულის ეკიპაჟის გარდა, ჭკვიანი კამერების მიერაც ხდება ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილების დაჯარიმება. არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც არის მონაცემები ავტომობილების ინსპექტირების ვადებსა და მათ დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადარჩევის შედეგად, ავტომობილი, რომელიც მოხვდება ჭკვიანი კამერის ობიექტივში, გადამოწმდება და ამის მიხედვით გაეგზავნებათ დაჯარიმება. თუმცა, იყო დაახლოებით, 1%, რომელთაც ჯარიმა არასწორად გამოეწერათ. შს სამინისტროში სპეციალური სამსახური მოქმედებს და ასეთი ჯარიმების დროს მძღოლებმა ამ სამსახურს უნდა მიმართონ და ასეთი ჯარიმა გაუუქმდებათ,“ - განაცხადა იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა და მხოლოდ 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.
მკითხველის კომენტარები
(0)