
„ლუკოილში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაუდასტურეს.
კერძოდ, მათი ცნობით, ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ კომპანიაში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დანარჩენ დეტალებზე საგამოძიებო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.
„ბიზნესპესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას „ლუკოილის“ ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კომპანიის ანგარიშგების თანახმად, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ლუკოილ ჯორჯიას“ შემოსავალი - 332 340 000 ლარი იყო. მათ შორის შემოსავალი საბითუმო გაყიდვებიდან - 132 808 000 ლარი; შემოსავალი საცალო გაყიდვებიდან - 199 263 000 ლარი; ნავთობქიმიკატების და ნავთობპროდუქტების შეძენის ხარჯი - 317 828 000 ლარი; წლის ზარალი და სრული ზარალი - 13 581 000 ლარი იყო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში კომპანიის საკუთრებაში 64 346 000 ლარის აქტივები იყო.
კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ნავთობის და ნავთობქიმიკატების საბითუმო და საცალო ვაჭრობა ბენზინ-გასამართ სადგურებსა და ნავთობის ბაზებზე, რომლებიც, ძირითადად, ქალაქ თბილისშია განთავსებული. პროდუქტების რეალიზაცია, ძირითადად, საქართველოში ხორციელდება.
ცნობისთვის, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული „ლუკოილ ევროპა ჰოლდინგია“. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი: ზაზა ქათამაძე; წევრები კი - ნიკოლაი ტიხომიროვი და ალექსანდრ ნესტერენკო არიან.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2019 წელს თბილისში 13 ათასი სამისამართე აბრა გაიკვრება, ხოლო ქუჩების ნაწილი შესაძლოა, თავიდან გადაინომროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა. როგორც ნიბლოშვილი აღნიშნავს, დედაქალაქში ქუჩების ნაწილზე ახალი საკადასტრო კოდების გაჩენის გამო, მისამართები არეულია, რის გამოც, პრობლემები ექმნება როგორ სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს, ასევე საპატრულო პოლიციას და სახანძრო-სამაშველო სამსახურებს.
რაც შეეხება ახალი ქუჩებისთვის სახელის დარქმევას, როგორც ნიბლოშვილი განმარტავს, მოქალაქის ან მოქალაქეთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისია განიხილავს ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს. ასევე, მისივე განმარტებით, კომისიას ქუჩისთვის სახელის მინიჭება დამოუკიდებლადაც შეუძლია.
"უსახელო ქუჩების სახელდებას აკეთებს საკრებულოს სიმბოლიკის და სახელდების კომისია. თუ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გაჩნდა ახალი ქუჩა, განაშენიანდა ტერიტორია და მას სჭირდება ქუჩის სტატუსი მიენიჭოს, ჩვენც შეგვიძლია სახელდება მოქალაქის მიმართვის საფუძველზე. დღის განმავლობაში რამდენიმე წერილი შემოდის კომისიაში ქუჩის სახელდების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ქუჩას ექნება სახელი, ნუმერაცია, მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - გზის დაგება, კომუნიკაციების შეყვანა და ა.შ. მოქალაქეებს უკვე სხვადასხვა სიკეთეებით სარგებლობა შეუძლიათ, გარდა იმისა, რომ ადვილად აგნებთ სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურები. განცხადების შემოსვლიდან სახელდების პროცედურის დასრულებამდე დაახლოებით, თვენახევარი სჭირდება", - განაცხადა ნიბლოშვილმა.
რაც შეეხება ქუჩის ნუმერაციას და გადანომვრას, ნიბლოშვილის განმარტებით, ამ სამუშაოს აკეთებს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახური.
„ქუჩის სისტემურად გადანომვრას აკეთებს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახური, რომელიც სპეციალური პროგრამით მუშაობს და განსაზღვრავს კონკრეტული საკადასტრო ერთეულების პირობებში სად უნდა იყოს კენტი და სად ლუწი მისამართი. ამის შემდეგ, საკრებულო შუამდგომლობს ამ საკითხს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურთან, რომ გააკრას სამისამართე აბრები. მაგალითად, ჩიქოვანის ქუჩაზე (ყოფილი ხილიანი) არის საკმაოდ ძველი ქუჩა, ისევე როგორც დოლიძის და ფანასკერტელის ქუჩებზე, დიდი ხნის წინ არის სამისამართე აბრები განთავსებული, რის შემდეგაც გაჩნდა უამრავი ახალი კორპუსი, დასახლება და დაემატა საკადასტრო ერთეულები, რითაც ქუჩა 1/3-ით გაიზარდა. შესაბამისად, თუ მე ვცხოვრობდი პირობითაც პირველ ნომერში და ვიღაც ცხოვრობდა სამ ნომერში, ახლა შესაძლოა, ჩვენს შორის იყოს გაჩენილი 5 საკადასტრო ერთეული. ეს პრობლემა გამოსწორებადია, თუკი მოსახლეობა მიმართავს საჯარო რეესტრის სამისამართე სამსახურს და მოითხოვს გადანომვრას. თუმცა, მოსახლეობას გადანომვრით ეცვლება მისამართი. შარშან სისტემურად გავასწორეთ წერეთლის გამზირი, რაც ნერვების ფასად დაგვიჯდა. მოსახლეობის მხრიდან მოჰყვა ამას პროტესტი, რადგან იქ განთავსებულ ობიექტებს შეეცვალათ მისამართები. თუმცა, თუ რეესტრი მიიღებს ინფორმაციას, რომ კონკრეტულ ქუჩებზე არის პრობლემა, ის ამ პრობლემას აუცილებლად გაასწორებს. 5 ათასამდე ქუჩა, ჩიხი და შესახვევია თბილისში და ძნელია რეესტრის სამისამართე სამსახურმა, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს დავალებული დამისამართება, იაროს და მოსახლეობის ინიციატივის გარეშე ეს გაასწოროს“, - განაცხადა ნიბლოშვილმა.
ნიბლოშვილის ინფორმაციით, თბილისში გასულ წელს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ სამისამართე აბრების გასაკრავად 500 ათასი ლარი იყო გამოყოფილი და 13 ათასი აბრა გაიკრა. მისივე თქმით, წელსაც, დაახლოებით, 13 ათასამდე აბრისა და 80-ზე მეტი დგარიანი ბოძის დამონტაჟება იგეგმება, რისთვისაც 450 ათასი ლარი დაიხარჯება.
მკითხველის კომენტარები
(3)
tinaaa icodet rom magari kali xart ert dros me xma mogecit tkven da tkvens partia es hevardnazis dro iyo da mahi ver moxvdit parlamenthi zalian guli damcyda magram ibrzolet momavlistvis da mec da hemnairebic gpirdebit rom gverdze dagidgebit,arian zalian bevria setebi da amitom gadavrhebit.
რავა-ქარაგმებით-ლაპარაკობს-სულ-ეს-ქალი;დააკონკრეტე-ხოლმე-თინავ