პოლიტიკა
08.05.2016 / 10:05
შრიფტის ზომა:

დავით ნარმანია - ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია

დავით ნარმანია - ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კლდოვანი და მეჩხერია

საზღვრების კორექტირება კანონის სრული დაცვით მოხდა, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად კანონის დაცვით მოხდა ბოტანიკური ბაღისთვის 4 ჰექტარი მიწის ადგილმონაცვლეობა.

ნარმანიამ ეთერში რუკა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ბოტანიკური ბაღის 97 ჰექტარი ტერიტორია 2007 წლიდან დღემდე ბიძინა ივანიშვილმა გადაარჩინა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"20 მლნ ლარზე მეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს დახარჯული იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი ყოფილიყო იმ სახით, რა სახითაც დღეს არის. ბოტანიკური ბაღისთვის გადაცემული 4 ჰექტარი ტერიტორია გამწვანებულია და საცდელი და კვლევითი მიზნით სხვადასხვა ხეხილია იქ დარგული. სანაცვლოდ ბოტანიკური ბაღის მიერ დათმობილი ტერიტორია კი კლდოვანი და მეჩხერია",- განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, კომპანია "ფინსერვის" კი საკუთრებაში უკვე ჰქონდა 10 ჰექტარი მიწის ფართობი და მის მომიჯნავედ ტერიტორიის გადაცემა მოხდა, რაც "ფინსერვისს" აწყობდა

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა | Allnews.Ge

უბედური შემთხვევა თბილისში: გაზის გაჟონვით 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

თბილისში საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" "ყაზტრანსგაზ-თბილისში" განუცხადეს. მათივე განმარტებით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა და ამ დროისთვის ზუსტდება, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას თუ ადამიანების გარდაცვალება C0-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

"7 ადამიანი ნაქირავებ ბინაშია გარდაცვლილი" - ამის შესახებ ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ მომხდარა.

"ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, ბინა იყო ნაქირავები. გარდაცვლილია 7 ახალგაზრდა, 7-ვე მამაკაცი. ჯერჯერობით არ მომხდარა მათი იდენტიფიცირება, ასევე მოქალაქეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. სავარაუდო მიზეზე ვერაფერს გეტყვით, ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ასეთ დროს ყველა ამბობს, რომ CO-თი მოხდა გარდაცვალება, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას" - განაცხადა ლაბუჩიძემ.

ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი, სავარაუდოდ, წუხელ გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, ის გარდაცვლილების საცხოვრებელი კორპუსის მოპირდაპირედ ცხოვრობს. მისივე თქმით, გარდაცვლილებს არ იცნობდა.

„გაზის სუნი არ მიგრძვნია. სავარაუდოდ, ისინი წუხელ ღამე არიან გარდაცვლილები“, - განაცხადა ადგილობრივმა.

ადგილზე მობილზებულია საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.