
უკრაინის პირველი ლედი მარინა პოროშენკო აშშ-ის პირველ ლედის მიშელ ობამას მიმართავს და სთხოვს, შეუერთდეს რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელების გათავისუფლების კამპანიას.
როგორც მარინა პოროშენკო თავის წერილში აღნიშნავს, ის იმედოვნებს, რომ მიშეილ ობამა შეუერთდება ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, წერილში აღნიშნულია, რომ 34 წლის უკარაინელი მფრინავი ამერიკელ სამხედროებთან ერთად ერაყში დემოკრატიისთვის იბრძოდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსეთის დონეცკის სასამართლომ ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტებისა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ ნადეჟდა სავჩენკოს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე დონალდ ტრამპმა ახალი ინიციატივის პრეზენტაციაზე მიიწვია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ნინო ზამბახიძემ აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა.
„ქალების განვითარებისა და კეთილდღეობის გლობალური ინიციატივა (W-GDP) - ასე ეწოდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ახალ წამოწყებას, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წინსვლასა და სტაბილურობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. პროექტის ავტორი პრეზიდენტის მრჩეველი ივანკა ტრამპია და იგი მიზნად ისახავს 50 მილიონ ქალს დაეხმაროს მომავალი 6 წლის განმავლობაში. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
7 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ პრეზენტაციას ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ბენეფიციარი ნინო ზამბახიძე დაესწრო და პრეზიდენტსა და დამსწრე საზოგადოებას თავისი წარმატების ისტორია გააცნო, რომელშიც მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტი დაეხმარა. მან აშშ-ის პრეზიდენტს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. გარდა ამისა, მადლიერება გამოხატა ამერიკელი გადამხდელებისადმი, რომლებიც მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ზრუნავენ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
ხელმოწერას ივანკა ტრამპთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, ხაზინის მდივნები და სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული ქალები ესწრებოდნენ.
საქართველოში, ნინო ზამბახიძემ, ჩამოაყალიბა „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, რომლის თავმჯდომარეც თავად არის და ისეთი დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს უძღვება, როგორიცაა USAID, ევროკავშირი, საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და სხვა. ნინო აქტიურად ახდენს ფერმერების უფლებების ადვოკატირებას. ამჟამად კი საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მუშაობს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების ინოვაციური პროგრამის შექმნაზე, რომელსაც ასევე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია აფინანსებს.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის ქალების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კორპორაციას ეხმარება მისი მისიის შესრულებაში - შეამციროს სიღარიბე ეკონიმიკური წინსვლის შედეგად. იმისთვის, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ აითვისოს მისი სრული პოტენციალი, მთლიანი მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული და გაძლიერებული“, -ნათქვამია „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საერთაშორისო ხელშეკრულება - ათასწლეულის გამოწვევის კორორაციის მეორე კომპაქტი - საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის 2013 წელს გაფორმდა.
„მისი მოცულობა 140 მილიონი აშშ დოლარია. ეს არის საქართველოს განათლების სექტორში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასა და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 10 წელზე მეტია საქართველოსთან თანამშრომლობს და პირველი და მეორე კომპაქტების ფარგლებში, 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული“, -ნათქვამია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკითხველის კომენტარები
(0)