ზვავსაშიშროების გამო, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით აიკრძალა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან აცნობეს.
საპატრულო პოლიცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.
მკითხველის კომენტარები
(0)