
გასულ თვეში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თებერვლის სტატისტიკაშია ასახული.
კერძოდ, წინა თვეში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია.
რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3 გამგზავრება; სლოვენია - 7 და ბულგარეთი - 89 გამგზავრება.
სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა - 218); რუმინეთი (გაემგზავრა - 119); შვეიცარია - (გაემგზავრა - 3) და სლოვენია (გაემგზავრა - 7).
შესაბამისად, 14-ია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვათ. მათ შორის საფრანგეთი ლიდერობს, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 37 უარი დაფიქსირდა 2019 წლის თებერვალში; მას მოსდევს იტალია - 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და ესპანეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 30 და 25 უარით. ესპანეთს მცირედით ჩამორჩება გერმანია და ავსტრია, სადაც 20-20 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი.