
21-22 აპრილს საქართველოში შედარებით გამოიდარებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნულ დღეებში ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს თბილისში.
მანამდე კი, 18-20 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსის ფარგლებში იქნება.
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 18-20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი. 18 აპრილს შესაძლებელია ქარბუქი. 21-22 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მცირე თოვლია მოსალოდნელი.