02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იუსტიციის სამინისტრომ 60 პატიმრისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 548 ლარი გამოყო | Allnews.Ge

იუსტიციის სამინისტრომ 60 პატიმრისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 548 ლარი გამოყო

იუსტიციის სამინისტრომ 60 პატიმრისთვის ტატუს მოსაშორებლად 48 548 ლარი გამოყო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. უწყებამ საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთთან“ საგრანტო ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც არასრულწლოვანი მსჯავრდებულები და ყოფილი პატიმრები არასასურველი ტატუს მოცილებას უფასოდ შეძლებენ.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში „აფხაზეთი“ ტატუს უსასყიდლოდ ყოფილ პატიმარებს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ არასრულწლოვნებს და №2 და №11 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს მოაშორებს, რაც ხელს შეუწყობს მასტიგმატიზებელი ნიშნებისაგან გათავისუფლებას და მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.

საგრანტო პროგრამა, რომლის საშუალებით, 2013 წლიდან დღემდე ტატუს უსასყიდლოდ მოშორების სერვისით 123-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა, რომელთა შორის 65 არასრულწლოვანი და 58 სრულწლოვანია. წლევანდელი საგრანტო პროგრამის ხანგრძლივობა 6 თვეა, ბიუჯეტი კი 48 548 ლარს შეადგენს.