საზოგადოება
17.11.2018 / 10:11
შრიფტის ზომა:

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს - იხილეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, არამდგრადი ამინდი საქართველოში დღეს, დღის ბოლომდე შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში იქნება ძლიერი თოვა. მისივე თქმით, ღამით თოვდა სტეფანწმინდაში, გუდაურში, სადაც თოვლის საფარი უკვე ერთ მეტრზე მეტია. დილიდან თოვს ბაკურიანში, თუმცა, დღის ბოლოსთვის საქართველოში ნალექი შეწყდება.

დღესვე თბილისში ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 18–20 მეტრი იქნება.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

დღეს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 0;+5; შიდა ქართლში – 3 გრადუსი იქნება, ხოლო მაღალმთიან რაიონებში –10 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +2 - დან +7 გრადუსამდე იქნება; ხოლო მაღალმთიან რაიონებში –5 გრადუსი დაფიქსირდება.

ხვალიდან 21 ნოემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარებს და ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10–15 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9–14 იქნება; თბილისში +12–14 გრადუსი დაფიქსირდება.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

"გაზქურის ონკანი გახსნილი იყო და ბინაში გაზი გროვდებოდა" - ფოტოები დიდი დიღმიდან, სადაც კორპუსი აფეთქებას გადაურჩა | Allnews.Ge

"გაზქურის ონკანი გახსნილი იყო და ბინაში გაზი გროვდებოდა" - ფოტოები დიდი დიღმიდან, სადაც კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

დიღომში, დისევის ქ. #2-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზქურის ღუმელის გახსნილი ონკანის გამო, ბინაში გაზი დაგროვდა, შემდგომ კი მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში გაჟონა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ყაზტრანსგაზ - თბილისიდან“ აცნობეს, ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა უსაფრთხოების მიზნით გადაკეტა სადარბაზოს დგარები და განხორციელდა მობინადრეების ევაკუაცია.

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც ცხელი ხაზის მეშვეობით კომპანიას დროულად აცნობა პრობლემის თაობაზე.

კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ დიღომში, დისევის ქ. #2-ში მდებარე კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ჯგუფმა კორპუსის შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია სავენტილაციო არხებში დააფიქსირა. სპეციალური აპარატით შემოწმებისას ერთ-ერთ დაკეტილ საცხოვრებელ სახლში გაზის დიდი რაოდენობით დაგროვება დადასტურდა. უსაფრთხოების მიზნით გადაიკეტა სადარბაზოს დგარები და მოხდა მობინადრეების ევაკუაცია. დაკეტილ ბინაში შეღწევა სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით მოხერხდა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ გაზქურის ღუმელის ონკანი გახსნილი იყო და ბინაში გაზი გროვდებოდა. დაკეტილი ბინიდან გაზმა გაჟონა მეზობლის აბაზანასა და კორპუსის სავენტილაციო არხში, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა კორპუსის ყველა მობინადრეს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო პერიოდში ხშირია გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში დატოვების ფაქტები. შეგახსენებთ, რომ მომხმარებლების დაუდევრობას შეუძლია, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

კომპანია მადლობას უხდის მოქალაქეს, რომელმაც დროულად შეგვატყობინა პრობლემა. ასევე. მადლობა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებმაც დროულად აღმოაჩინეს საფრთხე და გადაარჩინეს კორპუსის მოსახლეობა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გთხოვთ, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. გახსოვდეთ, რომ დაუდევრობითა და უყურადღებობით საფრთხეს უქმნით თქვენი, თქვენი ოჯახის წევრებისა და სხვა ადამიანების სიცოცხლეს. ნუ დატოვებ ღიად გაზის ონკანს,” - ნათქვამია კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისის“ განცხადებაში.