
ავღანეთში, ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას თავს დაესხნენ და 140 ჯარისკაცი მოკლეს. "ალჯაზირას" ცნობით, არიან დაშავებულებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მოგვიანებით "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მოძრაობა იღებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ევროკავშირის ტერიტორიაზე ძალაში შედის განკარგულება, რომლის თანახმად ყველა ახალი ელექტრომობილი უნდა აღიჭურვოს სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ხმაურის გენერირებას მოახდენს და მიახლოებული იქნება ბენზინის ძრავიანი ავტომობილის ხმაზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლიდან ხმაურის გამაძლიერებლები ყველა ელექტრომობილს უნდა ჰქონდეს, მათ შორის, იმათაც, რომელიც განკარგულების ამოქმედებამდე გამოვიდა გაყიდვაში.
როგორც ცნობილია, შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისგან განსხვავებით, ელექტრომობილები პრაქტიკულად, არ გამოსცემენ ხმას. ეს კი პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს, რომლებსაც უნდა ესმოდეთ ავტომობილის მოახლოება, რათა თავიდან აირიდონ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მძღოლი განიცდის დისკომფორტს, როცა მათი ავტომობილი ჩვეულ ხმას არ გამოსცემს. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილებმა ხმა უნდა გამოსცენ უკანა სვლის დროს და 19 კმ/სთ სიჩქარეზე მეტით გადაადგილებისას.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმნენ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები, რომლებიც მხედველობა შეზღუდულთა მიმართულებით მუშაობენ.
ინიციატივას უკვე ხელოვნების დონეზე მიუდგნენ ცალკეული მწარმოებლები, მაგალითად, BMW-მ დაიწყო მუშაობა ცნობილ კომპოზიტორ ჰანც ციმერთან, რათა საკუთარი მომავალი ელექტრომობილებისთვის სპეციალური „ხმაური“ შექმნას. ასე რომ, მომავალში ალბათ, ავტომწარმოებლები იმაშიც გაეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ რომელ მწარმოებელს აქვს უკეთესი ხმა.
მკითხველის კომენტარები
(0)