29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
11.07.2019 / 08:07
შრიფტის ზომა:

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა იქნება შესაძლებელი

დედაქალაქის მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა შეეძლება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთთვიანი აბონიმენტის დანერგვა 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

"ადამიანს ექნება ან აბონიმენტი, ან დილით აიღებს ბილეთს, რომელიც დაფარავს როგორც მეტროს, ასევე ავტობუსს და ასევე დაფარავს იმ მცირე ზომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იმოძრავებს დამაკავშირებელ ქუჩებზე. ანუ ადამიანებს ექნებათ საშუალება, რომ ინტეგრირებული გადახდის სისტემით გადაიხადონ ერთხელ და გადაჯდომა მოახდინონ ახალი ე.წ. მარშრუტკიდან ავტობუსში, თუ დასჭირდებათ ავტობუსიდან მეტროში. აღარ იქნება დუბლირება, როგორც დღეს არის. ხალხს არ უნდა მოუწიოს ცალკე მეტროში, ცალკე ავტობუსებში და სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გადახდა, არამედ, გადაიხადონ ერთხელ, იმ ბილეთის ვალიდაცია გააკეთონ და ეს ერთი ბილეთი გამოიყენონ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ვგეგმავთ ამ სქემაში საბაგიროს ჩართვასაც.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც საზღვარგარეთ არის „ოფციები“ ასარჩევი, ისე იქნება აქაც, რასაც გინდა იმას იყიდი. გექნებათ საშუალება, რომ ერთი ავტობუსის ბილეთი იყიდოთ, თუ ერთი ავტობუსით გადაადგილდებით ძირითადად, ან იყიდოთ ავტობუსს პლუს მეტრო, ან ავტობუსს პლუს სამარშრუტო ტაქსი. თქვენ თავად აირჩევთ „ოფციას“. თუ იცით, რომ ყოველდღე მოდიხართ მერიაში, იყენებთ „დელისის“ მეტრომდე სამარშრუტო ტაქსს, შემდეგ ავტობუსს ან მეტროს, იყიდი ამ მარშრუტის ბილეთს. ასევე გვექნება ერთჯერადად ბილეთების ყიდვის საშუალებაც სხვა მიმართულებებზე. მიზანი არის ის, რომ ზუსტად იცოდეს მოსახლეობამ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ ადგილზე მისასვლელად. მეტროდან რომ ადამიანი ამოვა, მან უნდა იცოდეს რა დროში მოვა ავტობუსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიიყვანს“, - განაცხადა ბითაძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მკითხველის კომენტარები
(2)

***
15 ივლისი , 2019 04:07

ევროპულ სამგზავრო სისტემას და ფასებს ევროპული ხელფასებიც რომ მოაყოლოთ, ამაზე არ გიფიქრიათ?

ოლეგი
12 ივლისი , 2019 13:07

ხო ორი წელი დაბეჯდას ხომ უნდა ვაააააა

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საფასურის გადასახდელად ყოველთვიური აბონიმენტების შეძენა იქნება შესაძლებელი | Allnews.Ge