
ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კიდევ 20 თეთრით გაძვირდა. როგორც თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, სიგარეტის ფასმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოიმატა.
მაგალითად, ერთი კოლოფი "პარლამენტი" და "სობრანიე" 4.50 ლარიდან 4.70 ლარამდე გაძვირდა. 20 თეთრით გაძვირდა ერთი კოლოფი "ქემელის" მარკის სიგარეტი და დღეს მისი ფასი 4 ლარია. "ფილიპ მორისისა" და "ემემის" ფასი კი 3.20 ლარი გახდა.
ჯიხურებში ვერ აკონკრეტებენ მიზეზს, თუ რატომ მოიმატა სიგარეტის ფასმა და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ პროდუქცია მათ უკვე გაძვირებული ფასით მიიღეს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ცნობისთვის, სიგარეტზე ფასის მატება ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ თამბაქოს ფასი რამდენჯერმე შეიცვალა. იმ დროს ფასის მატების მიზეზად ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი და "საგადასახადო კოდექსში" აქციზის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილებები სახელდებოდა.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა გახდა ამ ეტაპზე სიგარეტის კიდევ ერთხელ გაძვირების მიზეზი, მით უფრო იმ ფონზე, როცა ეროვნული ვალუტა სტაბილურობას ინარჩუნებს, ხოლო აქციზის ზრდით გამოწვეული გავლენა ფასზე წესით უკვე სრულად უნდა იყოს ასახული.
როგორც "ფილიპ მორისში" "ბიზნესპრესნიუსს" განუცხადეს, ფასის მატება ჩვეულებრივი ბიზნესპროცესია და ეს შედეგი ყველა კომპონენტის გათვალისწინებამ გამოიწვია.
"ფასის მატება ყველა კომპონენტის გათვალისწინებით მოხდა. ამ კომპონენტებს დეტალურად ვერ აღვწერ, მაგრამ ბაზარი როგორც მიდის, ისე მიჰყვება ინდუსტრიაც,"-აღნიშნეს კომპანიაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
„ასევე თბილისში ,,ილიას ბაღში“ პერიოდულად ფიქსირდებოდა ოზონის მომატებული მნიშვნელობები 27 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა რუსთავში 1.5-ჯერ; 30 აგვისტოს - ,,ილიას ბაღში“- 1.2-ჯერ, რუსთავში - 1.8-ჯერ, ხოლო თბილისში, წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ; 31 აგვისტოს - რუსთავში- 1.6-ჯერ, ხოლო თბილისში, ,,ილიას ბაღში“ – უმნიშვნელოდ. 28 და 29 აგვისტოს, ასევე 1 და 2 სექტემბერს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში, წერეთლის გამზირსა და ქუთაისში 1.2-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.4-ჯერ. ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ნუცუბიძის ქ.N82, №126-ე საჯარო სკოლასთან; გრ. ფერაძის ქ.N5, N208-ე ბაგა-ბაღთან; გ.ჩოხელის ქ. N16, კერძო სკოლასთან ,,ქორალი“; ვარდისუბნის ქ.N8, N133-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.
მკითხველის კომენტარები
(1)
თქვენ კი გენაცვალეთ მაგრამ ეს საშინელი გამონაბოლქვიანი მანქანები თუ არ მოწესრიგდა რა აზრი აქვა მაგის ზომვას, იმედია მომავალი წლიდან რაღაც მოწესრიგდება ამ მხრივ